Saturday, November 17, 2012

... დაპოსტვა და ბლოგერობა მომინდა

   ეჰეი ჰალჰო და ჯამაათნო.ჯოელ სპოლსკის ბლოგის კითხვამ და საწერი მასალის მრავლად დაგროვებამ გადამაწყვეტინა ბლოგერობას დავუბრუნდე.რამდენი ხანი გაგრძელდება ეს მხოლოდ 2 ფაქტორზეა დამოკიდებული : 1 სიზარმაცე,2 მასალის არსებობა.რადგანაც მასალას ვერ დალევს ვერაფერი,ამიტომაც რჩება ვერაგი პირველი მიზეზი,რომელიც ზოგადად კაცობრიობის მტერიც არის და გადამრჩენელი.რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეგრეა ...
   ყოჩაღ ბლოგსპოტს რა კარგი ადმინკა გაუკეთებია.სასიამოვნო და ფუნქციონალური "თანამედროვე სტანდარტით".მოსახმარადაც ბევრად სასიამოვნოა.
  კეთილი ახლა მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო რას ვაპირებ ამ ბლოგტან დაკავშირებით.ვგონებ ბევრს უნდა ნინტენდოს ან მსგავსი ტამაშის რევიუ გავაკეთო და ის მაგას მიიღებს კერძოდ ნინტენდოზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და არაადამანურად ძნელი სერიის მიმოხილვით (მასალა შეგროვების პროცესშია).ასედვე რამოდენიმეა პერონალურის თამაშიც არის და მინდა ლიგ ოფ ლეგენდზე გავაკეთო პატარა რეტროსპექტივასავით მესამე სეზონის გამოსვლასთან დაკავშირებით.ასევე ცხვირზე მომდგარი ფლანეთსიდე 2.
  მარტო გეიმინგს როდი მინდა მივაქციო ყურადღება.ჩემი ინტერესის სფეროდან გამომდინარე მინდა გაგიზიაროთ ხოლმე რაღაც სიახლეები თუ უბრალოდ შეხედულებები ან უბრალოდ რაც თავში მომივა იმაზე ვილაპარაკო (მერამდენედ ვწერ ესეთ რამეს.ტრადიციაში გადამივიდა უკვე).
  პირადად ჩემთვის ბლოგზე წერა ან სადმე ფორუმზე პოსტვა სერიოზული რამეების ცოტა რთულია განსაკუთრებით ისეთი რამის როგორიც არის თამაშის მიმოხილვა.გაცილებით სასიამოვნოა როდესაც გეიმფეილს უკეთებ კომენტარს ან უბრალოდ გეიმპფეი გაქვს ფონად.გაქვს შესაძლებლობა მარტივად მიყვე ქრონოლოგიურად და ის ყუველა დეტალი რამოდენიმე წამში აჩვენო,რაზეც წერისას გვერდები წაგივიდეს.მაგრამ წერასაც აქვს თავისი პლიუსები : წერა არ ვიცი და ვსწავლობ.ასევე აზრის კარგად დაწყობა და გადმოცემა,მაგრამ მაინც მოუხერხებელია ხოლმე.ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე მაქ პატარა პროგრამირების ტუტორიალები გავაკეთო.ეს იქნება ვიდეო თუ უბრალოდ პოსტის ფორმა ექნება ეგ ჯერ ვერ გადამიწყვეტია.საქმე იმაშია,რომ არ ვარ გამოცდილი მაგის კეთებაში ... პირველი გამოცდილების მიღება კი საჭირო რამეა.ალბათ ყველაზე უპრიანი და აზრიანი იქნება სერიის С-თი დაწყება,შემდგომ ობჯექთ ორიენთედზე გადასვლა და შემდეგ რამე ფლათფორმულზე.მაგრამ ვინ იცის რას გვიმზადებს მომავალი ...