Thursday, January 5, 2012

Bad Street Brawler (NES)

ეჰეი ჰალხო არ მელოდით? მე დავბრუნდი :3
მომენატრა ბლოგერობა თანაც ბევრი სათქმელი დამიგროვდა? რავიცი რავიცი.რაც დამიგროვდა ან უბრალოდ სიტყვას მოყვება აწი აქ დაიდება.მაშ რა მოყვა სიტყვას/ემულატორს ამ კონკრეტულ მომენტში,1987 წელს გამოშვებული beat`em up Bad Street Brawler,რომელიც გამოცემული იყო რამოდენიმე კონსოლზე კერძოდ ყველასთვის საყვარელ "დენდიზეც".ეს დრო მგონი ყველაზე აქტიური იყო ამ ჟანრში,როდესაც თამაში თამაშზე გამოდიოდა და არანაირი აზრი არ ქონდა,მთავარი იყო რაც შეიძლება მეტი "ცუდი ბიძა" გაგელახა და მაღალი ქულა გეჩვენებინა.Bad Street Brawler-იც ამ კატეგორიისაა.როგორც თვითნ თამაშის აღწერაში წერია (ვიკიპედიაზე) თამაშის გმირი Duke Davis ყოფილი პანკ როკერი და მსოფლიოს ყოფილი ჩაკნორისი (აწ ყვითელტრიოიანი აჩკებიანი მაჩო) დადის და ყოველგვარი აზრის გარეშე უპარტყუნებს განგსტერებს,ვარდისფერ პანტერა პანკებს,ძ
აღლებს და გორილებს.გორილებს?! გაურკვეველია რატომ დადიან ქუჩაში გორილები თანაც ყველაზე ძლიერი მონსტრები ეგენი არიან.რაც შეეხება თვითონ თამაშს.10 წუთი თამაშის შემდეგ მისი მასტერი გახდები და თუ მოგინდება 20 წუთში დახურავ.გაქვს ორი დარტყმა,რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო ყოველ სთეიჯზე სხვადასხვა გაქვს.რამე ახალი კონცეფტი უნდა გაეკეთებინათ ამით? არამგონია.უბრალოდ ბევრად სახალისოა განსაკუთრებით,როდესაც 70% ყოვლად გამოუსადეგარია.
სტანების დროს (დიახ ესენი აქ არის) განგსტერებს ჩვენი მეგობარი მეგუსტა სახე აქვთ.კიდევ ერთი უცნაურობა რაც თქვენ ყურადღებას მიიპყრობს ისევ ეს "განგსტერები" არიან,რომლებიც ჯაჭვზე მიბმული გირებით დაფრინავენ.სხვა ნამდვილად არ ვიცი,ითამაშე და გაიგებ :D
პირველი თამაშის "რევიუ" არის და იმედია ბევრი ნაწერისთვის არ დამძრახავთ.მარტო ჩემი სიტყვები რად არის საკმარისი :
თუ თამაში მოგინდათ http://www.pristavkino.ru/2/bad.php (ასევე მრავალი სხვა თამაში,ჯავა ემულატორით ეშვება საიტზევე).ლინკისთვის მადლობა Max Davidoff

No comments:

Post a Comment