Sunday, July 24, 2011

Crash Bandicoot,ქონოლოგია და მისი მოკლე მიმოხილვა


მოდით დავბრუნდეთ 90-იანებში როდესაც Playstation 1 წამყვანი 3D კონსოლი იყო.მასზე არის ბევრი საყვარელი და გულის გამხარებელი თამაში,რომლებსაც ამ დღეებში ყურადღება დავითმე და ბევრი ვიხალისე.
მაშ ასე ყველას გვიყვარს ეს მშვენიერი პლათფორმერული თამაში,რომლის მთავარ როლში მხიარული მელაა (ესე გონია ბევრს,არადა ბანდიკუტია),რომელიც მუდამ იცავს დედამიწას ბოროტი Neo Cortex-ისაგან.იგი პირველად გამოვიდა 1996 წელს,მისი შემქმნელი Naughty Dog იყო.თამაში საკმაოდ პოპულარული გახდა.რატომაც არ უნდა გახმდარიყო,ეს ხომ ძალიან საყვარელი და რთული პლათფორმერია.დიახ ის საკმაოდ რთულია,რადგანაც თამაშის პროგრესთან ერთად სასტიკად რთულდება.გიწევთ არნახული გეიმერული სკილის გამოვლენა,რათა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე რამოდენიმე სიცოცხლით მაინც,ეტაპები საკმაოდ მრავალფეროვანი პლათპორმებითა და ხაფანგებით არის აღჭურვილი.ხშირად იცვლება მოქმედების გარემოც რაც მოწყენის საჭუალებას არ აძლევს მოთამაშეს.თამაშს აქვს 2 დასასრული.ერთი ჩვეულებრივი (ბოლო კორტექსის დამარცხებით მთავრდება),მეორე ბონუსი,რომელიც ყველა ქვის აღების შემთხვევაში გეხსნება.ვერც ვერთი თამაში ვერ გაგისწორებთ და გაგამწარებთ როგორც ეს <3
სერიამ გაგრძელება ჰპოვა და გამოვიდა Coretex Strikes Back,რომელიც ახალ ძრავაზე იყო უკვე.აქ უკვე სთეიჯების არჩევა შეგეძლო.იყო 5 ოთახი სადაც 5 სთეიჯი + ბოსი იყო.აქ უკვე გაცილებით მეტი ბონუსი და არკადული ტიპის სთეიჯები გვხვდება.შემიძლია თამამად ვთქვა,რომ პირველის მერე ეს ძალიან ადვილი სათამაშოა.მცირედ ხანში ვიხილეთ მესამე ნაწილიც Warped,სადაც კრაში და მისი და კოკო ბანდიკუტი დაკარგულ კრისტალებს ეძებენ,რომლებიც დროშია განბეული.სათამაშო პერსონაჟად გვემატება კოკო.თუმცა ბევრს ვერ ვთამაშობს კოკოთი,სულ თუ არ ვცდები 5 სთეიჯია.
ვარპედის მერე ხდება spin off და გამოდის Crash Team Racing და Crash Bash.
Crash Tram Racing (CTR) არის დაახლოებით Mario Kart-ის მაგვარი თამაში,სადაც Crash Bandicoot-ის სამყაროს ყველა ელემენტი თუ პერსონაჟია ტავმოყრილი - ერთი დამატებითიც.
Crash Bash უკვე აღარ არის Naughty Dog-ის დეველოპერობაში მყოფი.ეს ასევე "კომილაციაა" კარგად ნაცნობი Crash Universe-ის პერსონაჟების.თამაში არის არკადული Party კატეგორიის.შესაძლებელი 4 მოტამაშით თამაში,ერთმანეთში შეჯიბრი და მხიარულება სხვადასხვა ტიპის არკადულ სთეიჯებში.
ამის შემდეგ Crash Bandicoot იცვლის კონოლს და გადადის Playstation 2ზე,xbox და ერთი Gamecub-ზეც ვიხილეთ.გამოდის ორი აკრადული პლათფორმერი Crash Bandicoot: The Wrath of Cortex და Crash Twinsanity რომელებსაც კომპანია Traveller's Tales აკეთებს.მათ სერიაში მოსდევთ Radical Entertainment ის მიერ გამოშვებულიCrash of the Titans და Crash: Mind over Mutant
ასევე გამოდის ორი რეისინგი Crash Nitro Cart Crash,Tag team Racing.
Nitro Cart არის გაუმჯებესებული Team Racing ის ვარიანტი,ხოლო Tag Team საკმაოდ საინტერესო კონცეპტში გვევლინება,სადაც შეგვიძლია რეისის დროს მოწინააღმდეგე შევიერთოთ და როგორც ერთი ისე ვიაროთ.ამ დროს ერთი ისვრის მეორე ატარებს.სთორიში თამაშს ახლავს კლასიკური არკადული ქრაშის ვარიანტი,რომელიც საკმაოდ მოსაბეზრებელია და მოუქნელი.დამღლელია Crunch Bandicoot-ისათვის დათუნიის პოვნა,Neo Gin-ისთვის ბალერინის კაბის პოვნა და მსგავსი დავალებების შესრულება.
Crash Bandicoot არამხოლოდ სახლის კონსოლებზე გამოვიდა,მან ასევე ადგილი ჰპოვა Gameboy და Nintendo Ds.
იმედია საინტერესო ექსკურსი გამომივიდა Crash-ის სამყაროში.
გმადლობთ თვალების დაძაბვის გამო ^______^


No comments:

Post a Comment