Friday, July 22, 2011

Back in buisness

ეხეხეი ხალხო!იმედია ცოტათი მაინც მოგენატრათ ჩმეიბი ბლოგერობა(ან არა).გადავწყვიტე დავბრუნდე და ამა თუ იმ რამის შესახებ ვაცნობო ერსა და ბერს.რამდენად გამოგადგებათ ეგ უკვე აღარ ვიცი ...
რამ გამოიწვია ჩემი ბლოგერად დაბრუნება?
ერთი ჩემი ბლოგერობა რავთქვი,მაგრამ ცხელი საღამო რაღაც უაზრო იდიოტობით ხომ უნდა გაილამაზო და უსაქმური გაისაქმურო.ამ რამოდენიმე ხნის მანძილზე კიდევაც დამიგროვდა ბევრი სათქმელი თუ განსახილველი თემა.პირველ რიგში ეროვნული გამოცდების დამთავრება მინდა აღვნიშნო და მათი წარმატებულად თუ წარუმატებლად ჩაბარება მინდა მოვულოცო ხალხს (უფრო გრანტით ჩაბარებულებს გილოცავთ(ჯერ არ არის პასუხები,მაგრამ მაინც)).ჩემ შედეგებს რასა შეეხება მაგაზე არაფერს არ ვიტყვი :D მორჩა ტროლაობის და ეკფაზე ფეხების შემოწყობის კვირეული.ახლა დროა რამე სასარგებლო გავაკეთო ჩემი თავისათვის (კერძოდ თვითგანათლებით დავკავდე).ზემოხსენებულ ტროლაობის კვირეულში მოვახერხე ჩემი ბავშვობის წლების გახსენება ePSXe-ის საშუალებით (დიახ მე მას ლინუქსზე ვხმარობ,ოღონდც ვინდოვსის ვერსიას).დავხურე რამოდენიმე თამაში რომელზეც ბავშვობიდან "ბოღმა" მქონდა,მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა.მე ისინი დავხურე და ვარ ბედნიერი :3 ასევე ინტერესის ამბავში Test Drive 6 ვითამაშე და 15 წუთი Fear Factory-ის ფონზე სასტიკად ცუდი "გონკაობა" ყელში ამოვიდა ...
კიდევ რა შემიძლია ვთქვა?
ყველამ იცით ბათუმის წლევანდელი "ივენთის" შესახებ,რომელმაც ლამის მსოფლიო მაშტაბით ჰპოვა "ჩაჯმა" და მას ჩემი სიტყვებით აღარ უნდა.
მოკლედ ეს იყო ამ მომენტისთვის რაც მომივიდა თავში.ცოტა შევცვლი ბლოგის ფორმატს (ანუ 4 წინადადებიან პოსტებს და ეუფ მაგარიას აღარ დავწერ(ან დავწერ)).ენივეი მინდა,რომ ცოტა საინტერესო გავხადო აქაურობა და მთავარია ოციოდე წუთის გამოყოფა არ დამეზაროს ხოლმე დასაპოსტად.მომავალ პოსტამდე ანიკებო და ნეჩანებო ^___^

No comments:

Post a Comment