Sunday, January 8, 2012

Legend of Kage (NES)


მოგესალმებით ჩემოერთგულო/არაერთგულო მკითხველებო,ან სულაც გზააბნეულო იუზერებო!აი დადგა მეორე "რევიუს" დრო.საღამოობით "სულის საზრდოს" დრო მაქ და ეს "სულის საზრდო" გახლავთ ნინტენდო (სამწუხარიდ ემულატორით).მაშ ასე,რა შემხვდა ამჯერად ნინტენდოს ბიბლიოთეკიდან - Legend of Kage.ეს არის 1986-87 წელს (კონსოლებზე) გამოსული Action-Beat`em up.რატო ეს მეორე?! ამას თანდათან მიგახვედრებთ.სამწუხაროდ თამაშზე სათქმელი ვერაფერი ვერ არის დიდი,გარდა იმისა,რომ ის არის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება ერთი მარტივი რამით მთელი თამაშის გაუფასურება.
თამაშს როგორც კი ჩართავთ,ეკრანზე ჩნდება პრინცესა (ამას ფანტაზიით მივხვდი და მერე თამშის აღწერაშიც წავიკითხე),რომელსაც ბოროტი ნინძა იტაცებს.თამაშის მტავარი გმირი ნინძა "კაგე" 1 წამით დააგვიანებს პრინცესასთან და მოუწევს პრინცესას გადასარჩენად წასვლა (ჩემი ქართული არ გაიჩვა).მოიცათ ნინძამ უნდა გადაარჩინოს პრინცესა?? ნუ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ... დავუბრუნდეთ უშუალოდ გეიმპლეის აღწერას.
ერთი შეხედვით თამაში ძალიან რთულია.ერთ უბედურ ნინძაზე მოდის ყველა მხრიდან უამრავი ნინძა.კარგი ისაა რომ ყველანი ერთ დარტყმაში ან სურიკენის სროლაში კვდებიან,როგორც შენ.თავიდან დიდ გაურკვევლობაშ ვიყავი რა უბედურებას აკეთებს A ღილაკი,როგორც მერე გავარკვიე ბლოკი ყოფილა,რომლითაც ასევე შეგიძლია ხალხის მოკვლა თუ ახლოს მიხვედი.თუ ბლოკს გამოიყენებ ტურბო ღილაკით უკვდავი ხარ.რათქმაუნდა არა!არ გამოვა ეგრე!ჩვეულებრივ სტანდარტულ ნინძებს ბლოკი უმკლავდება,მაგრამ ბოროტი ჩინელი ჯადოსნების ნასროლ ცეცხლებს ვერა.სასახლის ეტაპზე კი ეს ჯადოსნები უამრავნი არიან.რაც ამ ჩინელ ჯადოსნებს შეეხება - არასდროს არ უნდა მიხვიდე ეკრანის კიდესთან,თორემ იმის შანსი რომ ბოროტი ჯადოსანი ცეცხლს გესვრის (მას კი დაკუზვა არ შველის) 100% მკვდარი ხარ.თამაშის დიდი პლიუსი ისაა,რომ მტრების ძებნა არ გიწევს და ისინი თავად მოდიან.ასევე ღარაც ბურთულის მერე ნინძა ფერს იცვლის.მგონი ეს რაღაცას შვრება ზუსტად ვერ მივხვდი.ერთს იმას დავაკვირდი,რომ 1 დარტყმაში აღარ კვდები.ასევე ყველა ტურში დამალულია "საიდუმლო პიქსელი",რომლის აღების შემდეგაც დგება ტრადიციულ ნინძა პოზაში,მტრები კი მოდიან და კვდებიან.მერწმუნეთ ძალიან სახალისოა.რაც შეეხება თითონ მოქმედების ადგილებს : ტური პირველი ტყე - მოდის უამრავი ნინძა კლავ.ტური მეორე - როგორც თამაშის აღწერაში წერია ეს "საიდუმლო გზაა",რომელიც მდიდარი ნარკობარონის აუზს უფრო გავს.ტური მესამე - უნდა შეხვიდე ციხესიმაგრეში.ეს ტური ყველაზე ადვილია რადგანაც ბლოკ + ახტომას უნდა გეჭიროს და 20 წამში გასული ხარ.ტური მეოთხე - აი აქ არის რაც არის.ძირითადაც ბოროტი ჯადოსნები გხვდებიან და მათი ყველას მოკვლა შეუძლებელია.გახსოვთ დასაწყისსში ვთქვი რომ ეს არის მარტივი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გააფუჭო თამაში,ეს მომენტიც დადგა.უმეტესობა წესიერ პლათფორმერში ახტომის დროს შეგიძლია პერსონაჟი მართო,აქ კი ეს გამორიცხულია.სანამ ახტომას დააპირებ კარგად უნდა დაფიქრდე,არ მოფრინავს ბოროტი ჯადოსნის ნასროლი ცეცხლი?!ახტომის მომენტიდან ძირს დაცემამდე პერსონაჟი მდებარეობს "თავისუფალი ვარდნის" მდგომარეობაში" და მასზე არანაირი კონტროლი არ გვაქვს (გარდა ბლოკისა და სურიკენის სროლისა).თუ შენ შეძელი და ეს ტური გახვედი შენ გადაარჩენ პრინცესას!მოიცა,მოიცა!ესე მალე დამთავრდა ტამაში?სულ ეს იყო?არა ბატონო,არა!იგივე 3 ჯერ უდნა გაიმეორო(ეს მხოლოდ ნინტენდოს ვერსიაზე).ამ "კრუგებს" შორის განსხვავება მხოლოდ ის არის რომ სეზონები იცვლება.
რაღაც სიტყვა გამიგრძელდა ... თამაში მთლიანობაშ ცუდი არ არის,უბრალოდ ერთი ახტომის ფაქტი აყრილს მარილს ჩვენს გემრიელ ტორტს.სხვა მხრივ თამში საკმაოდ სახალსოა (ვისაც ბევრი ცუდი ბიძის გალახვა უყვარს იმათ განსაკუთრებით).ტრადიციულად მარტო ჩემი სიტყვა რად კმარა გეიმპლეი თუ არ ნახე და თამაში თუ არ ითამაშე :

No comments:

Post a Comment