Saturday, November 17, 2012

... დაპოსტვა და ბლოგერობა მომინდა

   ეჰეი ჰალჰო და ჯამაათნო.ჯოელ სპოლსკის ბლოგის კითხვამ და საწერი მასალის მრავლად დაგროვებამ გადამაწყვეტინა ბლოგერობას დავუბრუნდე.რამდენი ხანი გაგრძელდება ეს მხოლოდ 2 ფაქტორზეა დამოკიდებული : 1 სიზარმაცე,2 მასალის არსებობა.რადგანაც მასალას ვერ დალევს ვერაფერი,ამიტომაც რჩება ვერაგი პირველი მიზეზი,რომელიც ზოგადად კაცობრიობის მტერიც არის და გადამრჩენელი.რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეგრეა ...
   ყოჩაღ ბლოგსპოტს რა კარგი ადმინკა გაუკეთებია.სასიამოვნო და ფუნქციონალური "თანამედროვე სტანდარტით".მოსახმარადაც ბევრად სასიამოვნოა.
  კეთილი ახლა მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო რას ვაპირებ ამ ბლოგტან დაკავშირებით.ვგონებ ბევრს უნდა ნინტენდოს ან მსგავსი ტამაშის რევიუ გავაკეთო და ის მაგას მიიღებს კერძოდ ნინტენდოზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და არაადამანურად ძნელი სერიის მიმოხილვით (მასალა შეგროვების პროცესშია).ასედვე რამოდენიმეა პერონალურის თამაშიც არის და მინდა ლიგ ოფ ლეგენდზე გავაკეთო პატარა რეტროსპექტივასავით მესამე სეზონის გამოსვლასთან დაკავშირებით.ასევე ცხვირზე მომდგარი ფლანეთსიდე 2.
  მარტო გეიმინგს როდი მინდა მივაქციო ყურადღება.ჩემი ინტერესის სფეროდან გამომდინარე მინდა გაგიზიაროთ ხოლმე რაღაც სიახლეები თუ უბრალოდ შეხედულებები ან უბრალოდ რაც თავში მომივა იმაზე ვილაპარაკო (მერამდენედ ვწერ ესეთ რამეს.ტრადიციაში გადამივიდა უკვე).
  პირადად ჩემთვის ბლოგზე წერა ან სადმე ფორუმზე პოსტვა სერიოზული რამეების ცოტა რთულია განსაკუთრებით ისეთი რამის როგორიც არის თამაშის მიმოხილვა.გაცილებით სასიამოვნოა როდესაც გეიმფეილს უკეთებ კომენტარს ან უბრალოდ გეიმპფეი გაქვს ფონად.გაქვს შესაძლებლობა მარტივად მიყვე ქრონოლოგიურად და ის ყუველა დეტალი რამოდენიმე წამში აჩვენო,რაზეც წერისას გვერდები წაგივიდეს.მაგრამ წერასაც აქვს თავისი პლიუსები : წერა არ ვიცი და ვსწავლობ.ასევე აზრის კარგად დაწყობა და გადმოცემა,მაგრამ მაინც მოუხერხებელია ხოლმე.ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე მაქ პატარა პროგრამირების ტუტორიალები გავაკეთო.ეს იქნება ვიდეო თუ უბრალოდ პოსტის ფორმა ექნება ეგ ჯერ ვერ გადამიწყვეტია.საქმე იმაშია,რომ არ ვარ გამოცდილი მაგის კეთებაში ... პირველი გამოცდილების მიღება კი საჭირო რამეა.ალბათ ყველაზე უპრიანი და აზრიანი იქნება სერიის С-თი დაწყება,შემდგომ ობჯექთ ორიენთედზე გადასვლა და შემდეგ რამე ფლათფორმულზე.მაგრამ ვინ იცის რას გვიმზადებს მომავალი ... 

Friday, January 20, 2012

Mighty Final Fight (NES)




მოესალმებით ხალხო და ჯამაათნო!დღეს ჩვენი მარდაბოი-ჩეხაობის სერია გრძელდება და მინდა შემოგთავაზოთ ცნობილი Beat`em up-ის "ჩიბი" ვერსია.ორიგინალი გამოვიდა 89 წელს უამრავ პლათპორმაზე.მოგვიანებით თვითონ Final Fight-ზე ვისაუბრებ ბევრს,მაგრამ ეხლა Mighty Final Fight-ის დროა.თამაშის სიუჟეტი კლასიკურია :
მთავარ პერსონაჟ კოდის გირლფრენდი ჯესიკა მოიტაცა ბელგერმა (რომელიც რატომღაც ნახევრად რობოტი და ნახევრად ადამიანია(სურათ მოცემულია) და ის მის სასხნელად მიემართება.თამაშში გვაქვს საშუალება ვითამაშოთ 3 პერსონაჟით.cody,guy,Mayor Haggar.
რაც შეეხება თვითონ თამაშის მექანიკას გრაფიკას და ა.შ. :
გრაფიკა ნინტენდოსთვის დამახასიათებელი კარგი თამაშის აქვს.არ არის გრაფიკული ბაგები და რანდომად დალაგებული ობიექტები,თუ სთეიჯებს არ ჩავთვლით სადაც 2 სურათის გასწვრივ მიდიხარ.ვინმეს აღელვებს ეს?მთავარია თავ-პირი იმტვრევა.ყველა პერსონაჟით თამაში პრაქტიკულად იგივეა.სუპერებია განსხვავებული მხოლოდ.გეიმპლეი დინამირი,კარგი კონტროლით.თამაში ვერ დაიკვეხნის ილეთების მრავალფეროვნებით,მაგრამ რაც არის - გამოსადეგარია.სთეიჯები არაფერი განსაკუთრებული - ქუჩა,მიწისქვეშეთი,სასახლე ... ჩვეულებრივ მტრებთან არაფერი სერიოზული,ადვილად იკაფავ გზას ბოსისკენ.თამაშში ჩართულია ლეველების სისტემა,რომელიც დარტყმის ძალას გიძლიერებს,ამიტომაც მთელი თამაში პირველი სთეიჯის დუხზე მიდის.მაგრამ მტრები უფროდაუფრო მეტს გაკლებენ თითო დარტყმით თამაშის პროგრესთან ერთად.თუ ოდნავ მაინც დაამუღამებ დამაშს ბოსამდე ისე მიხვალ,რომ ხელს ვერავინ დაგარტყავს.ბოსები - აი სად იწყება მთელი პრობლემები.სულ 5 ბოსია მთელ თამაშში (თუ არ მეშლება)."შუალედური" ბოსებიც გვხვდება.თითო სთეიჯი (სულ 5) დაყოფილია 2 ნაწილად.ზოგს ყავს "შუალედური" ბოსი ზოგს არა.ბოსების მრავალფეროვნებაც არ არის,როგორც ასევე მტრები.არ ვიცი რატომ აიჩემეს ეს რიცხვი,მაგრამ მტერიც 5ია.სთეიჯებე უბრალოდ ფერი ეცვლებად და დემეიჯი ემატებათ.ბნოსების პრობლემაზე გავჩერდი წეღან.მინდა გავავრცო ეს თემა.მათი დემეიჯი და სიცოცხლე კოლოსალურად დიდია (თავიდან ასე მოგეჩვენებათ),სანამ რამე პატარა ხრიკს არ უპოვით,სინამდვილეშ ეს ხრიკი ყველას ერთნაირი აქვს.უნდა დავიჭიროთ მარჯვენა კუთხის ქვედა ნაწილში და ჩავუროთ კომბო.დაცემის შემდეგ ერთი ნაბიჯით ზემოთ ავიწიოთ და ბოსი ადგება თუ არა შევუტიოთ.ეს მოქმედება იქამდე უნდა გავაგრძელოთ სანამ არ მოკვდება.ამ ხრიკის გარეშე კი მოგიწევთ,თითოეული დარტყმის მისაყენებლად იდეალური მომენტის მოძებნა,მაგრამ ამ ერთი დარტყმით არ აკლდებათ თითქმის არაფერი და უსასრულობა მოუნდებით.პირველ ბოსებზე ძალიან აკრგად მოხმედებს ა+ბ სუპერი,მაგრამ მოგვიანებით ის უბრალოდ არ უკეთებს არავითარ დემაიჯს.რადგანაც სუპერის წარმატებულად დარტყმის შემთხვევაში სიცოცხლე მოთამაშეს აკლდება,ეს სუიციდია.საათზე ოდნამ მეტის შემდეგ (ერთი ორი წაგების) შემდეგ თქვენ თამაშს დახურავთ და მიიღებთ იუმორისტულ დასასრულს.მე პირადად კოდით დავხურე და გავოცდი როცა ჯესიკა უნდა დამეხსნა და ჰაგარი შემასკდა დიდი სიჩქარით.შემდეგ გაი აკავებს კოდის და ეუბნება მამა-შვილი მარტო დატოვეო.
ბოდიშს ვიხდი თუ ცოტა არეულად და გაუგებრად დავწერე.გააქვთ შენიშვნები დააკომემნტეთ მომწერეთ.არა? მაშ იკითხეთ ვისარ არ ეზარება და ოდნავ მაინც აინტერესებს.

Sunday, January 8, 2012

Legend of Kage (NES)


მოგესალმებით ჩემოერთგულო/არაერთგულო მკითხველებო,ან სულაც გზააბნეულო იუზერებო!აი დადგა მეორე "რევიუს" დრო.საღამოობით "სულის საზრდოს" დრო მაქ და ეს "სულის საზრდო" გახლავთ ნინტენდო (სამწუხარიდ ემულატორით).მაშ ასე,რა შემხვდა ამჯერად ნინტენდოს ბიბლიოთეკიდან - Legend of Kage.ეს არის 1986-87 წელს (კონსოლებზე) გამოსული Action-Beat`em up.რატო ეს მეორე?! ამას თანდათან მიგახვედრებთ.სამწუხაროდ თამაშზე სათქმელი ვერაფერი ვერ არის დიდი,გარდა იმისა,რომ ის არის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება ერთი მარტივი რამით მთელი თამაშის გაუფასურება.
თამაშს როგორც კი ჩართავთ,ეკრანზე ჩნდება პრინცესა (ამას ფანტაზიით მივხვდი და მერე თამშის აღწერაშიც წავიკითხე),რომელსაც ბოროტი ნინძა იტაცებს.თამაშის მტავარი გმირი ნინძა "კაგე" 1 წამით დააგვიანებს პრინცესასთან და მოუწევს პრინცესას გადასარჩენად წასვლა (ჩემი ქართული არ გაიჩვა).მოიცათ ნინძამ უნდა გადაარჩინოს პრინცესა?? ნუ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ... დავუბრუნდეთ უშუალოდ გეიმპლეის აღწერას.
ერთი შეხედვით თამაში ძალიან რთულია.ერთ უბედურ ნინძაზე მოდის ყველა მხრიდან უამრავი ნინძა.კარგი ისაა რომ ყველანი ერთ დარტყმაში ან სურიკენის სროლაში კვდებიან,როგორც შენ.თავიდან დიდ გაურკვევლობაშ ვიყავი რა უბედურებას აკეთებს A ღილაკი,როგორც მერე გავარკვიე ბლოკი ყოფილა,რომლითაც ასევე შეგიძლია ხალხის მოკვლა თუ ახლოს მიხვედი.თუ ბლოკს გამოიყენებ ტურბო ღილაკით უკვდავი ხარ.რათქმაუნდა არა!არ გამოვა ეგრე!ჩვეულებრივ სტანდარტულ ნინძებს ბლოკი უმკლავდება,მაგრამ ბოროტი ჩინელი ჯადოსნების ნასროლ ცეცხლებს ვერა.სასახლის ეტაპზე კი ეს ჯადოსნები უამრავნი არიან.რაც ამ ჩინელ ჯადოსნებს შეეხება - არასდროს არ უნდა მიხვიდე ეკრანის კიდესთან,თორემ იმის შანსი რომ ბოროტი ჯადოსანი ცეცხლს გესვრის (მას კი დაკუზვა არ შველის) 100% მკვდარი ხარ.თამაშის დიდი პლიუსი ისაა,რომ მტრების ძებნა არ გიწევს და ისინი თავად მოდიან.ასევე ღარაც ბურთულის მერე ნინძა ფერს იცვლის.მგონი ეს რაღაცას შვრება ზუსტად ვერ მივხვდი.ერთს იმას დავაკვირდი,რომ 1 დარტყმაში აღარ კვდები.ასევე ყველა ტურში დამალულია "საიდუმლო პიქსელი",რომლის აღების შემდეგაც დგება ტრადიციულ ნინძა პოზაში,მტრები კი მოდიან და კვდებიან.მერწმუნეთ ძალიან სახალისოა.რაც შეეხება თითონ მოქმედების ადგილებს : ტური პირველი ტყე - მოდის უამრავი ნინძა კლავ.ტური მეორე - როგორც თამაშის აღწერაში წერია ეს "საიდუმლო გზაა",რომელიც მდიდარი ნარკობარონის აუზს უფრო გავს.ტური მესამე - უნდა შეხვიდე ციხესიმაგრეში.ეს ტური ყველაზე ადვილია რადგანაც ბლოკ + ახტომას უნდა გეჭიროს და 20 წამში გასული ხარ.ტური მეოთხე - აი აქ არის რაც არის.ძირითადაც ბოროტი ჯადოსნები გხვდებიან და მათი ყველას მოკვლა შეუძლებელია.გახსოვთ დასაწყისსში ვთქვი რომ ეს არის მარტივი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გააფუჭო თამაში,ეს მომენტიც დადგა.უმეტესობა წესიერ პლათფორმერში ახტომის დროს შეგიძლია პერსონაჟი მართო,აქ კი ეს გამორიცხულია.სანამ ახტომას დააპირებ კარგად უნდა დაფიქრდე,არ მოფრინავს ბოროტი ჯადოსნის ნასროლი ცეცხლი?!ახტომის მომენტიდან ძირს დაცემამდე პერსონაჟი მდებარეობს "თავისუფალი ვარდნის" მდგომარეობაში" და მასზე არანაირი კონტროლი არ გვაქვს (გარდა ბლოკისა და სურიკენის სროლისა).თუ შენ შეძელი და ეს ტური გახვედი შენ გადაარჩენ პრინცესას!მოიცა,მოიცა!ესე მალე დამთავრდა ტამაში?სულ ეს იყო?არა ბატონო,არა!იგივე 3 ჯერ უდნა გაიმეორო(ეს მხოლოდ ნინტენდოს ვერსიაზე).ამ "კრუგებს" შორის განსხვავება მხოლოდ ის არის რომ სეზონები იცვლება.
რაღაც სიტყვა გამიგრძელდა ... თამაში მთლიანობაშ ცუდი არ არის,უბრალოდ ერთი ახტომის ფაქტი აყრილს მარილს ჩვენს გემრიელ ტორტს.სხვა მხრივ თამში საკმაოდ სახალსოა (ვისაც ბევრი ცუდი ბიძის გალახვა უყვარს იმათ განსაკუთრებით).ტრადიციულად მარტო ჩემი სიტყვა რად კმარა გეიმპლეი თუ არ ნახე და თამაში თუ არ ითამაშე :

Thursday, January 5, 2012

Bad Street Brawler (NES)

ეჰეი ჰალხო არ მელოდით? მე დავბრუნდი :3
მომენატრა ბლოგერობა თანაც ბევრი სათქმელი დამიგროვდა? რავიცი რავიცი.რაც დამიგროვდა ან უბრალოდ სიტყვას მოყვება აწი აქ დაიდება.მაშ რა მოყვა სიტყვას/ემულატორს ამ კონკრეტულ მომენტში,1987 წელს გამოშვებული beat`em up Bad Street Brawler,რომელიც გამოცემული იყო რამოდენიმე კონსოლზე კერძოდ ყველასთვის საყვარელ "დენდიზეც".ეს დრო მგონი ყველაზე აქტიური იყო ამ ჟანრში,როდესაც თამაში თამაშზე გამოდიოდა და არანაირი აზრი არ ქონდა,მთავარი იყო რაც შეიძლება მეტი "ცუდი ბიძა" გაგელახა და მაღალი ქულა გეჩვენებინა.Bad Street Brawler-იც ამ კატეგორიისაა.როგორც თვითნ თამაშის აღწერაში წერია (ვიკიპედიაზე) თამაშის გმირი Duke Davis ყოფილი პანკ როკერი და მსოფლიოს ყოფილი ჩაკნორისი (აწ ყვითელტრიოიანი აჩკებიანი მაჩო) დადის და ყოველგვარი აზრის გარეშე უპარტყუნებს განგსტერებს,ვარდისფერ პანტერა პანკებს,ძ
აღლებს და გორილებს.გორილებს?! გაურკვეველია რატომ დადიან ქუჩაში გორილები თანაც ყველაზე ძლიერი მონსტრები ეგენი არიან.რაც შეეხება თვითონ თამაშს.10 წუთი თამაშის შემდეგ მისი მასტერი გახდები და თუ მოგინდება 20 წუთში დახურავ.გაქვს ორი დარტყმა,რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო ყოველ სთეიჯზე სხვადასხვა გაქვს.რამე ახალი კონცეფტი უნდა გაეკეთებინათ ამით? არამგონია.უბრალოდ ბევრად სახალისოა განსაკუთრებით,როდესაც 70% ყოვლად გამოუსადეგარია.
სტანების დროს (დიახ ესენი აქ არის) განგსტერებს ჩვენი მეგობარი მეგუსტა სახე აქვთ.კიდევ ერთი უცნაურობა რაც თქვენ ყურადღებას მიიპყრობს ისევ ეს "განგსტერები" არიან,რომლებიც ჯაჭვზე მიბმული გირებით დაფრინავენ.სხვა ნამდვილად არ ვიცი,ითამაშე და გაიგებ :D
პირველი თამაშის "რევიუ" არის და იმედია ბევრი ნაწერისთვის არ დამძრახავთ.მარტო ჩემი სიტყვები რად არის საკმარისი :
თუ თამაში მოგინდათ http://www.pristavkino.ru/2/bad.php (ასევე მრავალი სხვა თამაში,ჯავა ემულატორით ეშვება საიტზევე).ლინკისთვის მადლობა Max Davidoff

Sunday, July 24, 2011

Crash Bandicoot,ქონოლოგია და მისი მოკლე მიმოხილვა


მოდით დავბრუნდეთ 90-იანებში როდესაც Playstation 1 წამყვანი 3D კონსოლი იყო.მასზე არის ბევრი საყვარელი და გულის გამხარებელი თამაში,რომლებსაც ამ დღეებში ყურადღება დავითმე და ბევრი ვიხალისე.
მაშ ასე ყველას გვიყვარს ეს მშვენიერი პლათფორმერული თამაში,რომლის მთავარ როლში მხიარული მელაა (ესე გონია ბევრს,არადა ბანდიკუტია),რომელიც მუდამ იცავს დედამიწას ბოროტი Neo Cortex-ისაგან.იგი პირველად გამოვიდა 1996 წელს,მისი შემქმნელი Naughty Dog იყო.თამაში საკმაოდ პოპულარული გახდა.რატომაც არ უნდა გახმდარიყო,ეს ხომ ძალიან საყვარელი და რთული პლათფორმერია.დიახ ის საკმაოდ რთულია,რადგანაც თამაშის პროგრესთან ერთად სასტიკად რთულდება.გიწევთ არნახული გეიმერული სკილის გამოვლენა,რათა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე რამოდენიმე სიცოცხლით მაინც,ეტაპები საკმაოდ მრავალფეროვანი პლათპორმებითა და ხაფანგებით არის აღჭურვილი.ხშირად იცვლება მოქმედების გარემოც რაც მოწყენის საჭუალებას არ აძლევს მოთამაშეს.თამაშს აქვს 2 დასასრული.ერთი ჩვეულებრივი (ბოლო კორტექსის დამარცხებით მთავრდება),მეორე ბონუსი,რომელიც ყველა ქვის აღების შემთხვევაში გეხსნება.ვერც ვერთი თამაში ვერ გაგისწორებთ და გაგამწარებთ როგორც ეს <3
სერიამ გაგრძელება ჰპოვა და გამოვიდა Coretex Strikes Back,რომელიც ახალ ძრავაზე იყო უკვე.აქ უკვე სთეიჯების არჩევა შეგეძლო.იყო 5 ოთახი სადაც 5 სთეიჯი + ბოსი იყო.აქ უკვე გაცილებით მეტი ბონუსი და არკადული ტიპის სთეიჯები გვხვდება.შემიძლია თამამად ვთქვა,რომ პირველის მერე ეს ძალიან ადვილი სათამაშოა.მცირედ ხანში ვიხილეთ მესამე ნაწილიც Warped,სადაც კრაში და მისი და კოკო ბანდიკუტი დაკარგულ კრისტალებს ეძებენ,რომლებიც დროშია განბეული.სათამაშო პერსონაჟად გვემატება კოკო.თუმცა ბევრს ვერ ვთამაშობს კოკოთი,სულ თუ არ ვცდები 5 სთეიჯია.
ვარპედის მერე ხდება spin off და გამოდის Crash Team Racing და Crash Bash.
Crash Tram Racing (CTR) არის დაახლოებით Mario Kart-ის მაგვარი თამაში,სადაც Crash Bandicoot-ის სამყაროს ყველა ელემენტი თუ პერსონაჟია ტავმოყრილი - ერთი დამატებითიც.
Crash Bash უკვე აღარ არის Naughty Dog-ის დეველოპერობაში მყოფი.ეს ასევე "კომილაციაა" კარგად ნაცნობი Crash Universe-ის პერსონაჟების.თამაში არის არკადული Party კატეგორიის.შესაძლებელი 4 მოტამაშით თამაში,ერთმანეთში შეჯიბრი და მხიარულება სხვადასხვა ტიპის არკადულ სთეიჯებში.
ამის შემდეგ Crash Bandicoot იცვლის კონოლს და გადადის Playstation 2ზე,xbox და ერთი Gamecub-ზეც ვიხილეთ.გამოდის ორი აკრადული პლათფორმერი Crash Bandicoot: The Wrath of Cortex და Crash Twinsanity რომელებსაც კომპანია Traveller's Tales აკეთებს.მათ სერიაში მოსდევთ Radical Entertainment ის მიერ გამოშვებულიCrash of the Titans და Crash: Mind over Mutant
ასევე გამოდის ორი რეისინგი Crash Nitro Cart Crash,Tag team Racing.
Nitro Cart არის გაუმჯებესებული Team Racing ის ვარიანტი,ხოლო Tag Team საკმაოდ საინტერესო კონცეპტში გვევლინება,სადაც შეგვიძლია რეისის დროს მოწინააღმდეგე შევიერთოთ და როგორც ერთი ისე ვიაროთ.ამ დროს ერთი ისვრის მეორე ატარებს.სთორიში თამაშს ახლავს კლასიკური არკადული ქრაშის ვარიანტი,რომელიც საკმაოდ მოსაბეზრებელია და მოუქნელი.დამღლელია Crunch Bandicoot-ისათვის დათუნიის პოვნა,Neo Gin-ისთვის ბალერინის კაბის პოვნა და მსგავსი დავალებების შესრულება.
Crash Bandicoot არამხოლოდ სახლის კონსოლებზე გამოვიდა,მან ასევე ადგილი ჰპოვა Gameboy და Nintendo Ds.
იმედია საინტერესო ექსკურსი გამომივიდა Crash-ის სამყაროში.
გმადლობთ თვალების დაძაბვის გამო ^______^


Friday, July 22, 2011

Back in buisness

ეხეხეი ხალხო!იმედია ცოტათი მაინც მოგენატრათ ჩმეიბი ბლოგერობა(ან არა).გადავწყვიტე დავბრუნდე და ამა თუ იმ რამის შესახებ ვაცნობო ერსა და ბერს.რამდენად გამოგადგებათ ეგ უკვე აღარ ვიცი ...
რამ გამოიწვია ჩემი ბლოგერად დაბრუნება?
ერთი ჩემი ბლოგერობა რავთქვი,მაგრამ ცხელი საღამო რაღაც უაზრო იდიოტობით ხომ უნდა გაილამაზო და უსაქმური გაისაქმურო.ამ რამოდენიმე ხნის მანძილზე კიდევაც დამიგროვდა ბევრი სათქმელი თუ განსახილველი თემა.პირველ რიგში ეროვნული გამოცდების დამთავრება მინდა აღვნიშნო და მათი წარმატებულად თუ წარუმატებლად ჩაბარება მინდა მოვულოცო ხალხს (უფრო გრანტით ჩაბარებულებს გილოცავთ(ჯერ არ არის პასუხები,მაგრამ მაინც)).ჩემ შედეგებს რასა შეეხება მაგაზე არაფერს არ ვიტყვი :D მორჩა ტროლაობის და ეკფაზე ფეხების შემოწყობის კვირეული.ახლა დროა რამე სასარგებლო გავაკეთო ჩემი თავისათვის (კერძოდ თვითგანათლებით დავკავდე).ზემოხსენებულ ტროლაობის კვირეულში მოვახერხე ჩემი ბავშვობის წლების გახსენება ePSXe-ის საშუალებით (დიახ მე მას ლინუქსზე ვხმარობ,ოღონდც ვინდოვსის ვერსიას).დავხურე რამოდენიმე თამაში რომელზეც ბავშვობიდან "ბოღმა" მქონდა,მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა.მე ისინი დავხურე და ვარ ბედნიერი :3 ასევე ინტერესის ამბავში Test Drive 6 ვითამაშე და 15 წუთი Fear Factory-ის ფონზე სასტიკად ცუდი "გონკაობა" ყელში ამოვიდა ...
კიდევ რა შემიძლია ვთქვა?
ყველამ იცით ბათუმის წლევანდელი "ივენთის" შესახებ,რომელმაც ლამის მსოფლიო მაშტაბით ჰპოვა "ჩაჯმა" და მას ჩემი სიტყვებით აღარ უნდა.
მოკლედ ეს იყო ამ მომენტისთვის რაც მომივიდა თავში.ცოტა შევცვლი ბლოგის ფორმატს (ანუ 4 წინადადებიან პოსტებს და ეუფ მაგარიას აღარ დავწერ(ან დავწერ)).ენივეი მინდა,რომ ცოტა საინტერესო გავხადო აქაურობა და მთავარია ოციოდე წუთის გამოყოფა არ დამეზაროს ხოლმე დასაპოსტად.მომავალ პოსტამდე ანიკებო და ნეჩანებო ^___^